Solve.ge Header
გინდა შენი საქმის მოგვარებაში ნაკლები ფულის გადახდა ? გაიტანე აუქციონზე
Solve.ge - ხშირად დასმული კითხვები
შემსრულებლები

ხშირად დასმული კითხვები

საქართველოში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქტუალური პრობლემაა კონკრეტული საქმისთვის საჭირო კვალიფიციური კადრის მოძიება ადეკვატურ ფასად, ასევე პრობლემას წარმოადგენს შრომისუნარიანი მოსახლეობისთვის, როგორც სტაბილური სამსახურის შოვნა ასევე მოკლევადიანი დასაქმება. ეს საკითხი კომპლექსურია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორიც არის მაგალითად: ნდობის საკითხი, ანაზღაურების შესაბამისობის საკითხი და კომუნიკაციის პრობლემა. აქედან გამომდინარე საჭიროდ მივიჩნიეთ ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შრომით ბაზარს დაეხმარებოდა წინსვლაში. სისტემის მიზანია საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აქტიურად არის ჩართული შრომით საქმიანობაში ხელი შეუწყოს, რათა ნაკლები დროითი დანახარჯით და კვალიფიკაციის დონის მიხედვით მოძებნონ საჭირო კადრი ან თვითონ თავისი თავი შესთავაზონ ფართო საზოგადოებას, როგორც რომელიმე დარგის სპეციალისტი. სისტემა solve.ge-ს მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ხელი შეუწყოს საქართველოში არსებულ მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ შრომით საქმიანობაში. რაც შეეხება იდეას, გაჩნდა მას შემდეგ რაც საქართველოში გაიზარდა მოთხოვნა, როგორც ერთჯერად მომსახურებაზე, ასევე გრძელვადიან თანამშრომლობაზე.

Solve.ge (solv.ge) წარმოადგენს ინოვაციურ პრობლემების მოგვარების, დასაქმების და სამუშაოს განთავსების ონლაინ-პლატფორმას, რომლის მიზანია საქმის შემსრულებლებს ხელი შეუწყოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაში და დაეხმაროს ფულის შოვნაში, ხოლო სამუშაოს განმცხადებლებს ხელმისაწვდომი ადამიანური რესურსების მოძებნაში და თავის საქმის გაკეთებაში ნაკლები ფინანსური და დროითი რესურსის ხარჯვაში.

განმცხადებელი თავისი პრობლემიდან ან საქმიდან გამომდინარე სისტემაში აქვეყნებს განცხადებას სხვადასხვა ტიპის მიხედვით:

  1. აუქციონის პრინციპით
  2. აუქციონის პრინციპით მაქსიმალური თანხმის მითითებით
  3. ფიქსირებული
  • აუქციონის ტიპით გამოქვეყნებულ განცხადებებზე შემსრულებლებს აქვთ საშუალება დადონ ის თანხა რაც მათთვის მისაღებია (ბიდი) შემდგომ საქმის განმცხადებელი შეასრულებინებს მომხმარებელს რეიტინგის და დადებული ბიდის მიხედვით.
  • ფიქსირებული ტიპით გამოქვეყნებულ განცხადებებზე, რომელზეც განმცხადებელმა დააფიქსირა თუ რა თანხის გადახდას აპირებს, შემსრულებლები პირდაპირ აფიქსირებენ, რომ მზად არიან საქმის შესრულებისთვის, შესაბამისად განმცხადებლები რეიტინგის მიხედვით ირჩევენ საქმის შემსრულებელს