Solve.ge Header
გინდა შენი საქმის მოგვარებაში ნაკლები ფულის გადახდა ? გაიტანე აუქციონზე

წესები და პირობები

        საიტის გამოყენებანმდე ვალდებული ხართ ყურადღებით წაიკითხოთ დებულებები, მუხლები, წესები და პირობები, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ ჩვენი საიტით და სერვისებით სარგებლობასთან. თუ არსებობს შენიშვნები მომხმარებელი საიტის გამოყენებამდე ვალდებულია აცნობოს საიტის ადმინისტრაციას.
        დომენური სახელები solve.ge და solv.ge მისამართება ერთი და იგივე ადგილზე რაც გულისხმობს ორივე დომენზე წესების გავრცელებას თანაბრად.
        მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გავლა, ან რეგისტრაცია სოციალური ქსელებიდან ავტომატურად ნიშნავს იმას რომ თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ თქვენ წაიკითხეთ მოცემული მუხლები და წესები ასევე თქვენ აცხადებთ სრულ მზადყოფნას შეასრულოთ ეს შეთანხმება და აღიარებთ, რომ ამ მუხლებისა და პირობების შესრულებაზე თქვენს უარს შეიძლება მოჰყვეს თქვენი ანგარიშის გაუქმება. მომხმარებლის მიერ წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს ხელშეკრულების მოშლის მიზეზს და წინამდებარე წესების თანახმად მომხარებელს არ ათავისუფლებს ვალდებებულებებისგან.

        შეთანხმების წესები და პირობები შეიძლება შეიცვალოს საჭიროებისამებრ საიტის ადმინისტრაციის შეხედულებებიდან გამომდინარე წინასწარ მომხმარებლების გაფრთხილების გარეშე.

        1. საკუთრების უფლების გარანტი
        1.1 solve.ge-ის საიტის კოდი, სტრუქტურა და ორგანიზაცია (შემავალი ქონება) დაცული არის საკუთრების, კომერციული საიდუმლოების, ქონებისა და სხვა უფლებით. თქვენ გეკრძალებათ:
        ა) გაუკეთოთ ასლი, გაავრცელოთ, გამოაქვეყნოთ, შეცვალოთ აგებულება, დაშალოთ, მოდიფიცირება გაუკეთოთ ან თარგმნოთ, ასევე კოდში შეღწევის ყველანაირი მცდელობა და მისი გამოყენება სხვა მიზნებისთვის და ა.შ.
        ბ) გაყიდოთ, მიამაგროთ, სუბლიცენზია გაუკეთოთ, გაავრცელოთ ან ვინმეს იჯარით გადასცეთ საიტი.
        გ) საიტი ხელმისაწვდომი გახადოთ მესამე პირისითვის, რომელიც ქსელის ან ინტერნეტის მეშვეობით შეძლებს მის გამოყენებას.
        დ) საიტის ექსპორტირება სხვა ქვეყნებში - როგორც ფიზიკურად, ისე ელექტრონულად.
        ე) გამოიყენოთ საიტი შესაბამისი წესებისა და რეგულაციების დარღვევით, ყოველივე ზემოთაღნიშნული წარმოადგენს "არასანქცირებულ გამოყენებას" და ისჯება საქართველოს სახელმწიფო სისხლის სამართლის კოდექსის "XXXV თავის თანახმად - კიბერდანაშაულის" შესახებ.
        1.2 მომხმარებელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა რაიმე სახის ზიანზე, ზარალსა თუ დანახარჯზე, ასევე საიტის არასანქცირებულ გამოყენებასთან რამე სახის კავშირზე. თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ აცნობოთ Solve.ge-ს თითოეული არასანქცირებული ქმედებს შესახებ, რომელზეც გაგაჩნიათ შესაბამისი ინფორმაცია და ვალდებული ხართ ითანამშრომლთ გამოძიებასთან, რათა ნათელი მოეფინოს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და დადასტურდეს იგი.
        1.3 სახელწოდება Solve.ge და Solv.ge წარმოადგენს ავთანდილ ყავრელიშვილის საკუთრებას, ასევე საიტის სხვა მასალები როგორიც არის სურათები, ნახატები, გრაფიკა, ანიმაციები, ვიდეო მასალა, მუსიკა, აუდიო მასალა და ტექსტური ფაილები წარმოადგენენ Solve.ge-ის საკუთრებას და დაცული არის საკუთრების, ქონებისა და სხვა უფლებებით. გააცნოებიერეთ რომ საიტით და მისი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ მის შემცველობაზე "კონტენტზე" არანაირი უფლება არ გენიჭებათ. აკრძალულია საიტის კონტენტის რაიმე სახით გამოყენება Solve.ge-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.

        2. უფლებამოსილება
        2.1 Solve.ge უფლებამოსილია დახუროს მომხმარებელთა ანგარიშები ან შეუჩეროს კონკრეტულ მომხმარებელს კონკრეტული სერვისი წესების დარღვევის შემთხვევაში. კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მიღბეული გადაწყვეტილება, დაკავშირებული მომხმარებლის ანგარიშთან, სერვისის სარგებლობასთან ან რაიმე სხვა დავასთან არის საბოლოო და არ ექვემდებარება გადახედვას, არც გასაჩივრებას და ბალანსზე არსებული დარჩენილი თანხა დაუბრუნდება უკან, თუ ეს უკანასკნელი არ ეწინააღმდეგება 5.2 მუხლს.

        3. გარანტიები და პასუხისმგებლობა
        3.1 კომპანია იძლევა გარანტიას სერვისის მოწოდებაზე მომსახურების ხარისხზე და სრულყოფილებაზე. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რეალობიდან გამომდინარე მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო და დაცული სერვისი, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ სერვისი იქნება უწყვეტი 100%-ით (uptime 99%), შეზღუდული ან უხარვეზო. დეფექტები იქნება გამოსწორებული უმოკლეს დროში. ასევე solve.ge იღებს ვალდებულებას მომხმარებლებს შეატყობინოს წინასწარ ყველა იმ მოსალოდნელი კრიტიკული ხარვეზების ან დეფექტების შესახებ, რომელიც კომპანიისთვის იქნება ცნობილი.

        4. პირობები და გარანტიები
        4.1 სერვისის გამოყენებამდე და გამოყენების პროცესშიც თქვენ გარანტიას იძლევით, ვალდებულებას იღებთ და ეთანხმებით შემდეგს:
        ა) თქვენ ნებაყოფლობით თანხმდებით სერვისის გამოყენებას, გათვალისწინებული გაქვთ შედეგები.
        ბ) თქვენ თანახმა ხართ, მოგვაწოდოთ ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელი და სავალდებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ასევე რომელიც შეიძლება სამომავლოდ შეიცავდეს გადახდის მეთოდების დეტალებს. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეინახება და დამუშავდება "კონფიდენციალურობის პოლიტიკის" შესაბამისად.
        გ) თქვენ ხართ პასუხისმგებელი სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ კავშირზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სერვისით სარგებლობისათვის და ჩვენ არანაირ ვალდებულებას არ ვიღებთ ზემოაღნიშნულ ტექნიკურ ხარვეზებზე. ასევე ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ სრულ ვალდებულებას უწყვეტ და შეუფერხებელ  (uptime 99 %) მომსახურებაზე.

        5. აკრძალვები გამოყენებაზე
        5.1 პირადი გამოყენება - Solve.ge-ის მომხმარებელს ეკრძალება საკუთარი ნაღდი ფულის ანგარიშის სხვა მიზნებისთვის გამოყენება, გარდა არსებული სერვისებისა. მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოს სრული და სანდო ინფორმაცია Solve.ge-ის მიერ მომხმარებლის შესახებ განსაზღვრული წესების მიხედვით და ასევე ვალდებულია განაახლოს ეს ინფორმაციები მცირე ცვლილებების შემთხვევაშიც კი. Solve.ge-ზე თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მაქსიმუმ ერთი ანგარიშის გახსნა და ჩვენი სერვისით სარგებლობა მხოლოდ ამ ანგარიშიდან. მომხმარებელს ასევე ეკრძალება სხვა პირებზე საკუთარი Solve.ge-ის ანგარიშით სარგებლობის მიცემის უფლება.

        5.2 თაღლითური ქმედება - იმ შემთხვევაში თუ სერვისით სარგებლობის დროს Solve.ge-ი შეამჩნევს მომხმარებლის ანაკანონიერ, თაღლითურ, უსამართლო ან შეუფერებელ ქმედებას, ასევე თანამონაწილეობას ზემო აღნიშნულ რომელიმე ქმედებაში, თაღლითურ გადარიცხვაში, მოპარული საკრედიტო ბარათის სარგებლობასა თუ ფულის გათეთრებაში, Solve.ge-ი უფლებამოსილი იქნება მიიღოს ქვემოთ აღნიშნული ქმედებები:
        ა) მომხმარებლის სერვისით სარგებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება
        ბ) Solve.ge-ზე მომხმარებლის ანგარიშის გაუქმება
        გ) მომხმარებლის ბალანსზე არსებული თანხის კონფისკაცია
        დ) ფინანსური ორგანოების და შესაბამისი სახელმწიფო ან კერძო ორგანოების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ სამართლებრივი უფლება, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება (მომხმარებლის პირადი ინფორმაციების ჩათვლით)
        ე) მომხმარებლის საწინააღმდეგოდ სამართლებრივი ქმედების მიღება.

        5.3 დაუშვებელია
        ა) ჩვენი სერვისების მეშვეობით დაუშვებელია პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის, განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხორვების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი (პიროვნული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით), უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქციების გავრცელება. მსგავსი სახის შემთხვევების არსებობისას გთხოვთ დასაბუთებულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია კომპანიის ელ. ფოსტაზე რაზეც ადმინისტრაცია უმოკლეს ვადებში მოახდენს რეაგირებას.
        ბ) აკრძალულია SPAM-ის გაგზავნა, პროქსის სკრიპტი, ფიშინგ და სხვა ჰაკერული მოქმედებების წარმოება. sove.ge იტოვებს უფლებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კონკრეტულ მომხმარებელს შეუზღუდოს სერვისის მიწოდება, თუ მის პირად სივრცეში ვებ-გვერდზე დაფიქსირებული იქნება ზემოთაღნიშნული დარღვევები, წინააღმდეგ შემთვევაში მომხმარებელს მაქსიმალურად შეუწყდება სერვისის მიწოდება, სანამ არ იქნება აღმოჩენილი პრობლემის მოგვარების საშუალებები, ხოლო მისი აღდგენა და განახლება შესაძლებელი არ არის.


        6. შეურაწმყოფელი ქმედება ან ლექსიკა
        6.1 მომხმარებელს ეკრძალება უკანონო, უწმაწური, დამამცირებელი, ცილისმწამებელი, მადისკრედიტირებელი, მუქარის შემცველი, არასწორი და უსაფუძვლო განცხადებები პერსონალისა და კომპანია Solve.ge-ის მიმართ, რომელიც არღვევს ყველანაირ უფლებას და იქნება განხილული როგორც კანონდამრღვევი და კრიტიკული, ასევე თუ მსგავსი სახის დარღვევები იქნება მომხმარებელის მიმართ, მომხმარებელს ენიჭება სრული უფლება საფუძვლიანად გამოთქვას უკმაყოფილება აღნიშნული კომპანიაზე და უარი თქვას სერვისით მომსახურეობაზე. პერსონალის მხრიდან მსგავსი შემხვევების დაფიქსირებისას გთხოვთ აუცილებლად დაუკავშირდეთ კომპანიას ელ. ფოსტაზე avto_key@yahoo.com, რათა დროულად აღმოფხვრილ იქნეს არაკეთილსინდისიერი მოპყრობა მომხმარებლის მიმართ და მომავალში შეგიქმნათ ყველანაირი პირობა და კომფორტი.

        7. უსაფრთხოება და თქვენი ანგარიში
        7.1 თითოეული მომხმარებლისათვის საკუთარი ანგარიში ხელისაწვდომი უნდა იყოს უნიკალური მეტსახელითა და საიდუმლო და უნიკალური პაროლით. მომხმარებელი ვალდებულია, აირჩიოს საკუთარი მეტსახელი და პაროლი დადგენილი წესების მიხედვით.
        7.2 მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული პაროლი არის საიდუმლო და აკრძალულია მისი მესამე პირისთვის განდობა. ამ პირობების დარღვევის, პაროლის დაკარგვის ან მოპარვის შედეგად მიყენებულ ზარალზე Solve.ge-ი პასუხს არ აგებს. პაროლის უსაფრთხოებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი თვითონ მომხმარებელია.
        7.3 მომხმარებელი თანახმაა, რომ ის პირადად არის პასუხისმგებელი საკუთარი სააღრიცხო მონაცემებით სერვისის სარგებლობაზე და მან არ უნდა გაუმხილოს ეს მონაცემები სხვა პიროვნებას.
        7.4 მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს საკუთარი სააღრიცხვო მონაცემები და მიიღოს ყველანაირი ზომები, რომ ეს ინფორმაცია დარჩეს კონფიდენციალური. სააღრიცხვო მონაცემების ყოველგვარი არასანქცირებული გამოყენება განხილული იქნება, როგორც თავად მომხმარებლის მიერ არასანქცირებული ქმედება, ასეთ შემთხვევაში ყველანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხმარებელს.
        7.5 თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით რომ თქვენს მიერ Solve.ge-ის ანგარიშზე განთავსებული თანხა არის დაცული თქვენივე სახელით.

        8. დავები
        8.1 ნებისმიერ თემის დაფიქსირებისას, დაფიქსირებიდან საჩივარი უნდა იქნეს წარდგენილი 14 დღის განმავლობაში,  თუ საჩივარი არ იქნება წარდგენილი ითვლება რომ მომხმარებელი ეთანხმება ანგარიშზე არსებულ თანხას და შესყიდვის სერვისებს.

        9. ცვლილებები
        9.1 Solve.ge-ი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს და ცვლილებები შეიტანოს არსებულ შეთანხმებაში ან მის ნაწილში, რაზეც მომხმარებელს არ გაეგზავნება შეტყობინება. წესებში და პირობებში შეტანილი კონკრეტული ცვლილებები ძალაში შედის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მომხმარებლისთვის სავალდებულო ხდება გამოქვეყნებისთანავე, თუ მომხმარებელი საიტზე შეტანილი ცვლილებების შესახებ სამი დღის განმავლობაში თუ არ გამოთქვამს რაიმე სახის პრეტენზიას არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ავტომატურად ითვლება, რომ იგი ეთანხმება განახლებულ წესებსა და პირობებს.
        9.2 Solve.ge-ი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ნებისმიერი სერვისის შეძენის ღირებულება, რომელიც ეცნობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2 (ორი) დღით ან მეტით ადრე ყველა რეგისტრირებულ მომხმარებელს. ცვლილებები არ შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე წინასწარ შეძენილი აქვთ რაიმე სერვისი მისი ვადის ამოწურვამდე, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს უფლება აქვს სურვილისამებრ გააგრძელოს თანამშრომლობა შეცვლილი ტარიფების მიხედვით ან უარი თქვას მასზე. უარის შემთხვევაში მომხმარებელს შეუჩერდება სერვისის მიწოდება უფასო მომსახურებაზე, რასაც solve.ge ჩათვლის საჭიროდ.

        10. განწესება
        10.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადააჭარბოს ამ შეთანხმებით არსებულ საკუთარ უფლებებს ან ვალდებულებებს.

        11. სხვადასხვა
        11.1 არსებული შეთანხმებით, შეუძლებელია მესამე პირს, რომელიც არ წარმოადგენს შეთანხმების მხარეს მიენიჭოს რაიმე უფლება ან რაიმე სარგებლის ნახვის საშუალება.
        11.2 არსებული შეთანხმებით, შეუძლებელია თქვენსა და ჩვენს შორის რაიმე აგენტურული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
        11.3 შეთანხმება წარმოადგენს თქვენსა და ჩვენს შორის ერთ-ერთ მოლაპარაკების საბუთს სერვისთან დაკავშირებით.
        11.4 მომხმარებელი ვალდებულია სრულად და ზუსტად მოგვაწოდოს Solve.ge-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და დეტალები, რომელებიც კავშირშია მომხმარებლის სერვისთან და კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან.
        11.5 შეთანხმების ქართულენოვანი ვერსია წარმოადგენს მთავარ სახელმძღვანელოს და მას უპირატესობა ენიჭება, თუ ადგილი ექნა რაიმე გაუგებრობას სხვა ენაზე ნათარგმნ შეთანხმებაში, ასეთ დროს კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულზე და იღებს ვალდებულებას დროის უმოკლე პერიოდში მოახდინოს კორექტირება მის უცხოენოვან შინაარსზე.

        გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული "წესები და პირობები" წარმოადგენს იურიდულ მაკავშირებელს თქვენსა და Solve.ge-ს შორის, რომელიც ფლობს და მართავს ვებ-გვერდს solve.ge
 

საკონტაქტო ინფრომაცია: info@solve.ge